ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე. 4 ოქტომბერზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილზე ამბობს:
“დანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ინტერპრეტაცია, დამხობა არის – დამხობა. პირდაპირ მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები კონკრეტული მიზნით. მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის იყოს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი.”




