ზუგდიდში შშმ პირთათვის სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა

საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა.
პროექტი “გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში” მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიულ ფორმით ჩანაცვლებას გულისხმობს. სახლები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გადაეცა.
სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბელა გოგუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე მესხრიკაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ხუბუტია და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა