ზუგდიდში “შემოდგომის ფესტივალი” მიმდინარეობს

ზუგდიდში “შემოდგომის ფესტივალი” მიმდინარეობს – დადიანების სასახლის ეზოში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ტარდება.
საჯარო სკოლებს გამოფენილი აქვთ შემოდგომის ნობათი, ხალხური რეწვის ნიმუშები და ნახატები. წარმოდგენილია მეგრული სამზარეულოც. ფესტივალი მუსიკალური ღონისძიებით დასრულდება.
“ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ფესტივალი ზუგდიდში, წელს პირველად იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მისი ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდების გააქტიურებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი