ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ესმხვერპლა

29 იანვარს ზუგდიდში ხანძარს 80 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურს.
უწყების თანახმად, ხანძარი, რომელიც ორსართულიან კაპიტალურ სახლში გაჩნდა, ამ დროისთვის [21:30 საათი] ლიკვიდირებულია.
დაწყებულია გამოძიება.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.