ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა, სალომე მელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მე-9 უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ.
მელიას თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მისი მხრიდან უბნების დაკვირვებას უკავშირდებოდეს.
„ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი უბნის გარეთ იდგნენ, მე კი უშუალოდ უბანზე შემოვლას ვაწარმოებდი, პროცესი რომ მენახა. მე-9 უბანი რადგანაც დატვირთულია, ჩემმა დამკვირვებელმა მოსვლა მთხოვა, მოვედი და გარეთ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი დაახლოებით, 25-მა ზონდერმა მოსაკლავად გაიმეტა, ეს იყო საშინელება. ვიხვეწებოდით, რომ პატრული გამოეძახათ და არ გამოიძახეს. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია. დაპირისპირების რეალური მიზეზი არ ვიცი”, – განაცხადა სალომე მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს