ზუგდიდი-მესტიის გზაზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია – პოლიცია უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდამსხმელებს ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ნაპოვნია მათი მანქანა. კაცი გაუჩინარებულია, ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა ამ ინფორმაციას და სხვა დეტალებს, თუ რა მოხდა ადგილზე, ამ ეტაპზე არ გვიდასტურებს.
რადიო თვისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო