ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ენმ“ სახელი შეიცვალა – მისი სახელწოდებაა „ახალი“

ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ენმ“ სახელი შეიცვალა და მისი სახელწოდებაა „ახალი“. ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა მხარს ღიად უჭერენ ს გუნდს და შესაბამისად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მის პარტიას ოფიციალურად უერთდებიან. ფრაქცია “ახალში” საკრებულოს 14 წევრი ირიცხება.
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილი იყო ფრაქცია “ახლის” ცნობად მიღება, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
“გუშინწინ ფრაქციის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობამ, წესდების მიხედვით, 2/3-მა და ფრაქცია “ენმ” შეიცვალა სახელით “ახალი”. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას იმათთან, ვინც დარჩნენ “ენმ”-ში, რომ ინტერფრაქციულად მიგვეღო საერთო სახელი, მაგრამ მათ ამაზე თანხმობა არ განაცხადეს და ჩვენ, 14-მა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია “ახალში” გაწევრიანების შესახებ. სამართლებრივად, ზუგდიდის საკრებულოში უკვე გუშინ შეუდგა ამ სახელწოდებით საქმიანობას და უკვე ფუნქციონირებს ფრაქცია “ახალი”. დღეს უბრალოდ საკრებულო ცნობად იღებდა ამ ინფორმაციას”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდიამ.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობაში” დარჩენილ 7 წევრს, როგორც ცნობილია, ისინი ს ფრთას წარმოადგენენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში ” ნაციონალური მოძრაობა”, საკრებულოს 14-მა წევრმა 2023 წლის 5 დეკემბერს დატოვა და მხარდაჭერა ნიკა მელიას გუნდს გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია