ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ფოერვერკებითა და კონცერტის თანხლებით აინთო. მიმდებარედ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კი პროევროპული აქციის მონაწილეების მორიგი აქცია ჩატარდა.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მოქალაქეების მოთხოვნების და საზოგადოებრივი წინააღმდგობის უგულვებელყობით, ხელისუფლება ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, რეალურად კი შეშინებული არიან.
აქციის მონაწილეები 26-ე დღეა რწმუნებულის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავენული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით.
აქტივისტებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს.
პოლიცია საპროტესტო აქციის პარალელურად მობილიზებული იყო ბულვარშიც, სადაც საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა თაკო გაჩეჩილაძემ, კახა კუხიანიძემ, თამთა ჭელიძემ, გია ნიკოლაძემ, მარიკა თხელიძემ, ნინი ქარსელაძემ და ჯგუფმა ქუჩის ბიჭებმა.
მერიის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15:00-დან 23:00-მდე მგზავრებს უფასოდ ემსახურება.
ფორუმი