ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.
კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 578 435 ლარია.
გზასთან და სანიაღვრე არხებთან ერთად პროექტი მოიცავს ეზოებთან მისასვლელების მოწყობას.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების განთავსების საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან