ზუგდიდის მერიამ სტიპენტიანდებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს უმასპინძლა

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ და მაიზერ ნანავამ, ნიკოსეულ სასახლეში მერის სტიპენდიატებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს უმასპინძლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდის მერის მოადგილეებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდების როლზე მუნიციპალიტეტისთვის და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ნიკოსეულ სასახლეში ტრადიციული მიღება გაიმართა მერის სტიპენდიატებისა და იმ ახალგაზრდების, ვინც ჩართული არიან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ახალგაზრდულ თუ საგანმანათლებლო პროგრამებში. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული პროგრამების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოვყოფ, საზღვარგარეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას. ეს არის უნიკალური პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ზუგდიდშია დაფუძნებული. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა იმ სტუდენტებისა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. გვჯერა, ეს ახალგაზრდები შექმნიან ჩვენი ქვეყნის ძლიერ, მდგრად ევროპულ მომავალს. მადლობა მათ ქალაქის სახელით”, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.
ღონისძიება მუსიკალურად სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.
ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 70-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერით 47-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება