ზუგდიდელი აქტივისტები, რომლებსაც ზარქუამ უჩივლა, 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტვისტები, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა, რომლების წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქართული ოცნების წევრის, ს საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქტივისტ ქალებს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის და კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა, მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იყო დაწყებული, რაც 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მარიამ სიჭინავა არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა მშობელია, კერენ ესებუა კი პირველი ხარისხის ინვალიდობის მქონე დედის ერთადერთი მეურვე – ორივე მათგანის ოჯახის წევრებისთვის მათთვის შეფარდებული პატიმრობა დრამატული და პრობლემური იქნებოდა ოჯახის წევრებისთვის.
ზუგდიდში გამართულ სასამართლო სხდომაზე 100 ლარით დააჯარიმეს სასამართლოს უპატივცემულობის გამო პარტია დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძეც, რომელიც მცირე დარბაზის ნაცვლად უფრო დიდ დარბაზში ითხოვდა სხდომის გადატანას.
ირაკლი ზარქუა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც აქტივისტს უჩივლა – მარიამ ლაშხმა ასევე შეიტანა სარჩელი აქტივისტ თათია აფრიამაშვილის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი