ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ

ს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა.
“ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამდენმა მეგობარმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომილოცა. ეს ადასტურებს, რომ გენეტიკურად ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ქვეცნობიერად ვნერვიულობთ ერთმანეთზე და ეს ძალიან მომწონს. როდესაც ჩვენი გუნდი ევრო 2024-ზე გავიდა, იმავე ღამეს დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიჭებმა დამირეკეს და მომილოცეს.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ყველა გაახარა. ყველგან დადებით ემოციებს ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ქვეყნის გამო.
ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საქართველოს სოციალურ მხარეზე, ეკონომიკაზე, სწავლაზე,
მუშაობაზე. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა! მიხარია არა მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, არამედ ის, რომ მან გააერთიანა ხალხი და საზოგადოებაში დადებითი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა.
მე და ჩემი ქართველი მეგობრები მოსკოვში შევიკრიბეთ, ერთად ვიყავით და ვღელავდით. რა თქმა უნდა, ემოციები გამოვხატეთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლებოდა. ძნელია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რადგან ქართული ფეხბურთი უკვე 30 წელია ამისკენ მიდიოდა. ეს ბევრი ღირს”, – განუცხადა ზოიძემ Metaratings.ru-ს.
ასეთი უნამუსო და გაყიდული ადამიანები ქართველობას რო იჩემებენ სირცხვილია. ნამდვილი ქართული არასოდეს იტყვის გენეტიკურად ერთნაირი ვართო თან დსთ-ს ქვეყნებთანო!!! ქართული გენი მთელ მსოფლიოში უნიკალურია შე გამყიდველო!