ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად

ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ ს დასაკვირვებლად
ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, არსებობს ასეთი პრეცედენტები, თუმცა ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაგზავნოს საკუთარი მისია საქართველოში და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
„ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადის ამოწურვას, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა სრული სურათი არჩევნების საერთო მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დავინახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს რადიკალური ოპოზიციური პარტიებიდან ორი, შესაბამისად, არჩევნები მთლიანობაში ჩატარდება კონკურენტულ გარემოში. ნახევარზე მეტში მოახერხეს კანდიდატურების დასახელება, ეს სურათი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება. არჩევნებამდე დარჩენილი ოთხი კვირა, შესაბამისად, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა დააკომპლექტოს საკუთარი მისია და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აქამდე თქვენ ხედავდით, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართებოდა პროცესები, რეალურად დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო ადგილობრიოვი თვითმმართველობისთვის სამზადისი, საარჩევნო კამპანია, შესაბამისად, დასაკვირვებელი აქამდე არაფერი იყო, ახლაც საკმაოდ მშვიდ ვითარებში წარიმართება საარჩევნო პროცესები თუ არ ჩავთვლით „ნაცი“ ტიტუშკების რამდენიმე აქტს, რომელიც განხორციელდა ჩვენს ერთ-ერთ სარჩევნო შტაბთან, დანარჩენი აბსოლუტურად მშვიდად წარიმართება საარჩევნო კამპანია.
ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაგზავნოს საკუთარი მისია საქართველოში და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, არსებობს ასეთი პრეცედენტები, თუმცა ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად“, – განაცხადა მ.
Next: საქართველოს მთავრობა არა მარტო გამჭვირვალედ მუშაობს, არამედ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით