ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმმა” ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

ბუნდესლიგის ოცდამეორე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „მაინცთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.3, flashscore 6.3, whoscored 6.0.
„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, 21 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს – კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.
ჰაიდენჰაიმი – მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ბურკარდტი (28), 0:2 ვაიპერი (49)
რა ეტაკათ ქართველების გუნდებს, იქით ემპოლი აგებს და აგებს, აქეთ სენტ ეტიენი, ბუდუს გუნდი კიდევ ხომ საერთოდ მეშვიდე თამაშს ვუყურე ზედიზედ და 630 წუთში ბურთი ვერ მიაწოდეს ტიპებმა, რომ კარში დაარტყას მაინც გოლს ვინღა ჩივის…პ.ს. გოგლიჩიძე თავს უშველის და ზურიკოც ორივეს ეყოლება მრავლად მსურველები, მთავარია გაზაფხული არ ჩააგდონ თვითონ… აი ბუდუს კი მოუწევს უკან დაბრუნება მეორე ბუნდესლიგაში თუ სასწაული არ მოხდა…

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში