განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ” თანამდებობა დატოვა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა”, – წერს შსს.