ქორიძე საუბრობს ბათუმში სასტუმრო “შერატონში” მომხდარის დეტალებზე და აღნიშმავს, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია.
“სასტუმრო შერატონის ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები, რომ სვამდნენ. დავინახე, რომ აქ პირდაპირ, როიალია, როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: ” მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, “რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო”. დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა”, – აღნიშნავს ქორიძე.