“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა:
“ჩარაზული უნივერსიტეტის კარი მახსოვს. პატარა ვიყავი და საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა ამას. მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, რით დამთავრდა ეს ყველაფერი – საქართველოს დამოუკიდებლობით. 90-იანების დასაწყისში ასეთი რამე არ ხდებოდა. მე მაგალითად, ზვიადისტების ოჯახიდან ვიყავი. მაშინდელი KGB დამდევდა და ჩემი დეკანი გივი ინწკირველი, რომელიც ამ შენობაში იჯდა, მიცავდა ბოლომდე. აი, ეს 21-ე საუკუნის ოციანი წლებია, ეს სამარცხვინო ერთკაციანი უნივერსიტეტის ხელისუფლება, ფსევდო მეცნიერი ჯაბა [სამუშია] უკეტავს სტუდენტებს კარებს. უნივერსიტეტიც სტუდენტებისაა და საქართველოც ახალგაზრდებისაა. აქედან არ გამოვა არაფერი. ესენიც შევლენ შიგნით და ჩვენც შევალთ ევროპაში. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ესე იქნება. ადრე თუ გვიან, მოუწევს ევროკავშირის კარის გაღებაც. და ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ ერთად, ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და მართლა გავიმარჯვეთ, ჩვენ წავიყვანთ საქართველოს ევროპაში იმიტომ, რომ უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღია იყოს ახალგაზრდებისთვის და საერთოდ ყველა კარი. მათ შორის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს ქვეყანა მათია, ჩვენ ვიქნებით წინა რიგებში, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად ვიქნებით, მაგრამ ჩვენთან ერთად, ჩვენი გამამხნევებელი და მთავარი მოტივატორი უნდა იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები პირველ რიგში. მართლა ეს არის ქვეყნის მომავალი, აბა ჩემთვის ხომ არ ვაკეთებ ამ ყველაფერს. რაღა დროის ჩემია. მე ამ ქვეყანაში ვიცხოვრებ. მინდა, რომ ეს ქვეყანა ბედნიერებას მანიჭებდეს, როგორც ჩემი სამშობლო, რომელიც წარმატებულია. მაგრამ ბედნიერებას უნდა ქმნიდნენ ეს ბავშვები. და ამათ რომ ახლა რომელიმე კარს უკეტავენ, თან საქართველოში, ესენი გაუღებენ რაიმე სხვა კარს, ან ევროპაში ან სხვაგან?! ესენი მარტო რუსეთის კარის გასაღებს ფლობენ. ყველა კარი ამ ახალგაზრდების წინაშე გაიღება. ყველა უკლებლივ, უნივერსიტეტისაც და ყველა დანარჩენიც. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ, დააკვირდით შემდეგ დღეებს. რაც არ უნდა დააჯამოს ცესკომ, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რაღაცას რომ დაჯღაბნიან ეს სინამდვილედ გადაიქცევა?! ტყუილად გგონიათ მეგობრებო. ჯღაბნეთ. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ და განახებთ ვინ ვის”