ზეწოლა მოშიმშილე პატიმარზე-შეგზავნილი ადვოკატი ჯავახიშვილს დანაშაულის სხვა პირებისთვის გადაბრალებას სთხოვდა

ზეწოლა მოშიმშილე პატიმარზე-ნიკოლოზ ჯავახიშვილთან გლდანის ციხეში უცნობი ადვოკატი შევიდა და დანაშაულის სხვა პირებისთვის დაბრალება მოსთხოვა.

“პირველებმა“ გაარკვია, რომ იურისტი, ვინც ევროპული მომავლის მცველს ოჯახის შეუთანხმებლად პენიტენციურ დაწესებულებაში ესტუმრა დავით გამყრელიძეა.

ადვოკატმა ბრალდება თავდაპირველად უარყო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ “პირველები“ კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობდა დაადასტურა, რომ მოშიმშილე პატიმრის საპროცესო შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობდა.

გამყრელიძის მტკიცებით, ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან მან საერთოდ არ იცოდა, რომ ჯავახიშვილს ადვოკატი ჰყავდა.

მე ამ ყველა პროცესს თვალს არ ვადევნებ გენაცვალე, არაფერი გარიგება არ შემითავაზებია, ეს თვითონ ომარ ოკრიბელაშვილმა მთხოვა, მისმა ძმაკაცმა, რომელიც თანამებრძოლია მისი, შედი, მოიკითხე, ხომ კარგადააო და შესაბამისად, ეს ორი ადამიანი შევახვედრე ერთმანეთს. დანაშაულის აღიარებაზე არ მისაუბრია, ეგ ბიჭი გარიგებაზე არ მოდის, რადგან საპროცესო არ უნდა, მაგრამ ამ თემაზე მე საუბარი მასთან არ მქონია, ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ამთ შორის შესაძლოა, ყოფილიყო საპროცესო შეტანხმება რას ნიშნავს. მან მითხრა, რომ ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვითო და თუ სხვები წამოვიდოდნენ ამ საპროცესოზე, მეც წამოვალო. მე ნებისმიერ დავეხმარები მარტო საპროცესო შეტანხმებაზე კი არა, ასევე დაცვის კუთხით“, – უთხრა “პირველებს“ ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, ოჯახთან შეუთანხმებლად,  ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც ჯავახიშვილს დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.