ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ – დეტალები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
საუბარია, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქის კუთვნილ მიწას ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭება.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შეეხება ,,წყალტუბო-ახალციხის“ 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
