ზემო ლარსზე ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის სისტემა საგზაო მაგისტრალების გადატვირთულობას შეამცირებს – TCRC

2025 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთ – საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნის სისტემა ამოქმედდება.
დან საქართველოში შემომავალი სატვირთო ტრანსპორტისათვის წინასწარი დაჯავშნის სისტემის ამოქმედება, ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში, შექმნილი საცობების და საგზაო მაგისტრალების გადატვირთულობის შემცირებითაა განპირობებული.
რა დადებითი ეფექტი ექნება, რუსეთის მიერ დაანონსებულ სიახლეს ქართველ გადამზიდავებზე, ხელს შეუწყობს თუ არა გუდაურიდან საქართველოსკენ მომავალ სატრანსპორტო საშუალებების მოწესრიგებულ გადაადგილებას, ამ საკითხზე გთავაზობთ ჩვენ მოსაზრებას.
2023 წლის ბოლოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის შემდეგ, რუსეთის მხარეს 14 ის ნაცვლად ფუნქციონირება დაიწყო 39, მათ შორის სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის განკუთვნილმა 13 მა ზოლმა, შედეგად სასაზღვრო გამშვები პუნქტის საპროექტო გამტარუნარიანობა, შემომავალი და გამავალი სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის დღეღამეში ჯამურად 1200 ერთეულამდე გაიზარდა.
სადღეისოდ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რიგ შემთხვევებში საპროექტო მაჩვენებელზე ბევრად მეტ სატვირთო ავტროტრანსპორტს ატარებს.
თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ 2023 წელს ჩატარებული მოდერნიზაციის შედეგად, ზემო ლარსის საშუალო დღიური გამტარუნარიანობა – 15.5 % ით გაიზარდა, რაც დღეღამეში 1115 ერთეულ სატვირთოს გატარებას შეადგენს.
დღიურ ჭრილში იყო შემთხვევები, როდესაც ზემო ლარსის გამტარ პუნქტს საქართველოდან რუსეთში შემოსული 755 ერთეული სატვირთო გაუტარებია, ხოლო რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გასულა 875 ერთეული. დღეღამეში ორივე მიმართულებით რეკორდულია 1476 ერთეულის გატარება.
მიუხედავად ზემო ლარსის მოდერნიზაციის და გამტარუნარიანობის გაზრდისა, თვალშისაცემია ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსამდე მოცდის მოლოდინში გვერდულაზე განთავსებული სატვირთო ავტოტრანსპორტი.
მიმდინარე წლის აპრილში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი საკმაოდ ხშირად იკეტებოდა, შედეგად რუსეთიდან საქართველოში გადასასვლელად 4 ათასზე მეტი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება ელოდა თავის რიგს.
2025 წლის 17 აპრილს რუსეთ – საქართველოს ზემო ლარსის საზღვარზე, რუსეთის მხრიდან შემომავალი 5010 სატვირთო იდგა რიგში.
მუდმივად განახლებული ინფორმაცია, საზღვრებზე რიგში სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობის შესახებ, შესაძლოა იხილოთ ჩვენ პორტალზე – სასარგებლო ინფორმაციის ბმულზე.
ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საცობების და გზებზე გადატვირთულობის შეამცირების მიზნით, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მძღოლებს საშუალება ეძლევად წინმსწრებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძრაობის პროცესში დაარეზერვონ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო.
მიუხედავად იმისა, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსეთიდან საქართველოში შემომავლი სატვირთოებისათვის, 2022 წლიდან ფუნქციონირებს ელექტრონული რიგის სისტემა, ახლად დაანონსებული რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემა, ძველისგან რადიკალურად განსხვავდება.
ძველი სისტემა მონიტორინგს უწევდა სატვირთო მანქანების საერთო რიგში მხოლოდ რიგითობის მეთვალყურეობას, ახლი სისტემა კი საშუალებას იძლევა მძღოლმა წინმსწრებად დაჯავშნოს სატრანსპორტო საშუალებების საზღვართან მოახლოების, მისთვის სასურველი თარიღი და დრო.
ასეთი სისტემის გამოყენება პროგნოზირებადს გაზდის გადაზიდვას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს საზღვარზე მოცდის მოლოდინს (ფოტოზე წარმოდგენილია ელექტრონული რიგის ძველი სისტემის მოქმედების პროცესი).
ახალი სისტემის დანერგვა, გარდა ინფორმაციული უზრუნველყოფისა სატვირთო ტრანსპორტის დაგროვებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოითხოვს.
ჩრდილოეთ ოსეთის საზღვართან არ არსებობს საკმარისი სპეციალური სადგომები და სხვა ინფრასტრუქტურული პირობები, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები გზის გვერდულაზე დგანან. ამასთან ავტოტრანსპორტის დაგროვების შემთხვევაში, არსებული რეგულაციების საფუძველზე მათ ეკრძალებათ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
ახალი ელექტრონული რიგის დაჯავშნის სისტემის ამოქმედების ფარგლებში, საგუშაგოს მისადგომთან 3 835 მ 2 ფართობზე აშენდება 45 ერთეულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი დაგროვების ზონა, სადაც წინასწარ დაჯავშნილ დროს მისულ ავტოტრანსპორტს საშუალება ექნება, პარკიდან გასვლამდე დაელოდოს საკუთარ რიგს.
სისტემა, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება ონ ლაინ წინასწარი დეკლარირების საფუძველზე იმუშავებს, რაც შესაძლებელს ხდის მძღოლმა მოძრაობის დარჩენილი მანძილის გათვალისწინებით წინასწარ აირჩიოთ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო და ზუსტად იმ მომენტში მიადგეს საზღვარს.
ბუნებრივია წინასწარი დაჯავშნის სისტემა, სრულად ვერ განტვირთავს საცობების და გზის გადატვირთულობის პრობლემას. კიმატურ პირობებზე დამოკიდებული სატვირთოების რიგები მაინც დარჩება აქტუალური და საცობები რუსეთ – საქართველოს საზღვარზე კვლავ შენარჩუნდება, რადგანაც მძღოლები, რომლებიც წინასწარ დაჯავშნილ დროს საზღვარს მიადგებიან, შესაძლოა მაგისტრალის მორიგი ჩაკეტვის გამო რამდენიმე დღით მაინც გაჩერდნენ.
2025 წლის 1 ოქტომრიდან სატვირთო მანქანებისთვის რიგის ელექტრონული დაჯავშნა სავალდებულო იქნება, ამასათან უფასო რჩება საზღვრის გადაკვეთის დროის დაჯავშნა.
საქართველოში სივრცეში, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემა სადღეისოდ არ გამოიყენება, მძღოლი რომელიც მეზობელი ქვეყნის საზღვარს მიადგება, უშუალოდ დამაგროებელ პარკში შესვლისას ელექტრონულად იკავებს რიგს.
საქართველოს პირობებში, რიგის წინასწარ დაჯავშნის სისტემა მიმზიდველი იქნება, შორ მანძილზე ტრანზიტად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
მაგალითისთვის მძღოლი რომელიც პირობითად სტამბულში დაიტვირთება და საქართველოს გავლით რუსეთში მიემართება, მისთვის მიმზიდველი იქნება, თურქეთის ტერიტორიიდან წინასწარ დაჯავშნოს რიგი ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებს, რიგში დგომის პერიოდს და საქართველოს ტერიტორიაზე კობი – გუდაურის მიმართულების გადატვირთულობას.
როგორც საცდელი ვარიანტი, რიგის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული სისტემის ამოქმედება, საქართველოს ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილ Trucks Parking Central სის კუთვნილ პარკირების სივრცეში შესაძლოა დაიტესტოს.
დასკვნი სახით – 2025 წლის 1 ოქტობრიდან რუსეთის მიერ რიგის წინასწარი ელექტრონული დაჯავშნის სიტემის ამოქმედება საგრძნობლად განტვირთავს ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის გადატვირთულობას.
წყარო: transcor.ge