ზელიმხან ხანგოშვილის ძმა – არავინ გვკითხა, რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც ს პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა.
“ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია”, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ ის გაცვლას დათანხმდებოდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის არავის არაფერი არ უკითხავს.
“უბრალოდ რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება”, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
ცნობისთვის, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი დიდი გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, “ეფესბეს” აგენტი ვადიმ კრასიკოვი გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ მიუთითებს – ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა