ზელენსკი ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ორდღიანი სამიტია

უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა. 18-19 დეკემბერს ბრიუსელი მასპინძლობს ევროკავშირის სამიტს, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა სთვის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება.
ამ საკითხს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ცნობით, ბრიუსელში ჩასვლამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდება, გაცილებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება, პუტინს კი დანამდვილებით აღარ მოუნდება დიპლომატია და დიალოგი.
ში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს გაუყინა 210 მილიარდი დოლარის აქტივები. ევროკომისიის წინადადებაა, რომ ეს აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ ე.წ. რეპარაციის კრედიტის სახით.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს. მოწინააღმდგეებს შორისაა ბელგია, სადაც დაახლოებით 185 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები ინახება.
თავისი ქონების უკანონოდ განკარგვის შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება.