ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ერთ შემთხვევაში იმუშავებს

კიევისთვის ს ომის დასრულების მიზნით მიცემული უსაფრთხოების გარანტიები ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ს ამ გარანტიებს შეერთებული შტატები მისცემს, – განაცხადა მ. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ, მალე შეხვდება.
“ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია. მე ვგულისხმობ უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებსაც შეუძლია რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება”, – თქვა მან. განცხადება ზელენსკიმ საავტორო პოდკასტის წამყვან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც კვირას, 5 იანვარს გამოქვეყნდა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი იმედოვნებს, რომ ტრამპი მოსკოვს ომის დასრულებას აიძულებს.
სამსაათიანი ინტერვიუ, რომელიც პლატფორმა “იუთუბზე” გამოქვეყნდა, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოიყენა, რათა ნატოში უკრაინის გაწევრიანების აუცილებლობისთვის ხაზი გაესვა. მისი თქმით, სთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს მხოლოდ სამომავლო იერიშისთვის გაძლიერების საშუალებას მისცემს.
უკრაინის უსაფრთხოება ზელენსკიმ ევროპულ უსაფრთხოებას დაუკავშირა. ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თუკი ვაშინგტონი ნატოს – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას – დატოვებს, რუსეთისგან ევროპის კონტინენტზე მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. “უბრალოდ ვამბობ, რომ თუ ეს მოხდა (-ის ალიანსიდან გასვლა), პუტინი ევროპას დაანგრევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ორ თვეზე ნაკლებ დროში, 2025 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის სამი წელი შესრულდება. შეერთებულ შტატებში 47-ე პრეზიდენტად ს არჩევა უკრაინისთვის ფართო ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარალელურად ჩნდება იმის იმედიც, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი შესაძლოა დიპლომატიური გადაწყვეტილებით დასრულდეს.