ზელენსკი: უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ სასწრაფო და სრულ ცეცხლის შეწყვეტას

მან თავის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე დაწერა სუმის ოლქში მიმდინარე აღდგენით სამუშაოზე, რაც საჭირო გახდა რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის გამო:
“რუსეთის დრონებმა დაარტყა ენერგოინფრასტრუქტურას. ობიექტების დაზიანების გამო, 220 ათასზე მეტი მომხმარებელი სუმის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
დღეს დილით ენერგომომარაგების უდიდესი ნაწილი აღდგა. ამ დროისთვის ელექტრომომარაგება თითქმის სრულად არის აღდგენილი სუმის ოლქში”.
ზელენსკის სიტყვებით, “უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ, რაც დაინგრა”.
პოსტის დასასრულ ის ეხმიანება სტამბოლში დღეს დაგეგმილ -რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს:
“დღეს, თურქეთში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ წამოსწევენ სასწრაფოდ და სრულად ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მსგავსი დარტყმების შეწყვეტის ჩათვლით”.
სტამბოლი მესამედ მასპინძლობს -რუსეთის მოლაპარაკებებს. უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, რუსეთისას კი ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს.
პირველი ორი რაუნდის უმთავრესი შედეგი არის მხარეებს შორის ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში