ზელენსკი ტრამპს კიევში ეპატიჟება, “შემაშინებელს” უწოდებს მის დაპირებას ომის “24 საათში” დასრულების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა მ „შემაშინებელი“ უწოდა -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს დაპირებას სა და რუსეთს შორის კონფლიქტის „24 საათის განმავლობაში“ მოგვარების თაობაზე, თუკი ის კვლავ დაიკავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს.
ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპი შესაძლოა შეეცადოს დაპირების შესრულებას – ომის შეჩერებას 24 საათის განმავლობაში – შედეგების უგულებელყოფითა და იმ პირობების გაუთვალისწინებლად, რომლების დაცვასაც ითხოვს .
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინაში ეპატიჟება.
„დონალდ ტრამპ, მე თქვენ გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუკი ომის შეჩერება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, ვფიქრობ, ეს საკმარისია ჩამოსასვლელად,“ თქვა ზელენსკიმ.
შარშან მაისში CNN-ის ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში ომი „24 საათში“ გააჩეროს.
თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ტრამპი არაერთხელ გამოვიდა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების აღმოჩენის წინააღმდეგ და კიევსა და მოსკოვს მშვიდობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ტრამპი ამჟამად იბრძვის იმისთვის, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. მან უკვე გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კოკუსში აიოვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება