ზელენსკი: ტრამპი ომის დასრულების საქმეში გადამწყვეტი შეიძლება იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ -ის არჩეული პრეზიდენტი, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ომის დასრულებაში და რომ მას შეუძლია დახმარება ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეჩერებაში.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 2 იანვრის ტელემარათონში განაცხადა, რომელშიც ცოლთან, ელენასთან ერთად მონაწილეობდა.
“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. მას აქვს ასეთი თვისებები, მას შესწევს იმის უნარი, რომ გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია პუტინის შეჩერება, უფრო სამართლიანი იქნებოდა, გვეთქვა, მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას ეს შეუძლია,” თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის რამდენჯერმე ესაუბრა ტრამპს.
“ვფიქრობ, ის ძლიერი და არაპროგნოზირებადია. ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა პირველ რიგში, რუსეთს ეხებოდეს. ვფიქრობ, რომ მას მართლა სურს, რომ ომი დასრულდეს. მგონი ეს მართლა ასეა”.