ზელენსკი: რუსეთს ბალკანეთში ომის გაჩაღება სურს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს ინფორმაცია რუსეთის გეგმებზე, ომი გააჩაღოს ბალკანეთის ქვეყნებს შორის.
როგორც უკრაინული მედიასაშუალება nv.ua წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ უთხრა აფრიკული მედიის წარმომადგენლებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ რუსეთი და მოსკოვის მოკავშირე ირანი დგანან ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის უკან და შეიძლება, მალე რუსეთმა სხვა წერტილშიც გააღვივოს კონფლიქტი.
„ყურადღება მიაქციეთ ბალკანეთს. დამიჯერეთ, ახლა ინფორმაციას ვიღებთ. რუსეთს დიდი გეგმა აქვს – ახლო აღმოსავლეთი, მერე ბალკანეთი. თუ პარტნიორები ახლა არაფერს გააკეთებენ, კვლავაც იქნება აფეთქება, და ეს რამე ახალი არაა. მათ [ბალკანეთის] ქვეყნების ურთიერთობებში საკმაო ხანია, კრიზისია. ამიტომ, რუსეთი შეეცდება, ერთი ბალკანური ქვეყანა მეორეს ეომოს“, – განაცხადა მან.
1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლა ფედერაციის ყოფილ წევრებს შორის შეიარაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური წმენდების ფონზე მოხდა. ვითარება ახლაც დაძაბულია სერბეთსა და კოსოვოს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები