ზელენსკი: რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის, მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, ვინც თბილისში იბრძვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებისთვის თავისუფლება უცხოა და ამიტომ მათ თავისუფლების ეშინიათ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მხარი დაუჭირონ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, მათ შორის მათ, ვინც თბილისის ქუჩებში იბრძის თავის მომავლისთვის.

ამის შესახებ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა.

„რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის. იმის,  რაც მათთვის უცხოა. მათ ეშინიათ თავისუფლების. ისინი დაიბადნენ პუტინის მმართველობის დროს, სკოლაში სწავლობდნენ პუტინის დროს, შეუერთდნენ ჯარს პუტინის დროს და კვდებიან მისი ავადმყოფური იდეებისთვის.

სწორედ ამიტომ არის დღეს ასე მნიშნვნელოვანი ყველა იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც იცავს თავისუფლებას – მათი, ვინც უარს ამბობს ამის დათმობაზე კიშინიოვში, ვინც თბილისში იბრძვის თავისი მომავლისთვის. და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ვიტყვით: „გაუმარჯოს ბელარუსს!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია