ზელენსკი: „პუტინი მხოლოდ ძალას აღიარებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებაა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი მშვიდობაზე არ ფიქრობს და მხოლოდ ძალას აღიარებს, რასაც უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული ბოლო მასიური შეტევებიც ადასტურებს.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. უნდა მოხდეს მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რადგან პუტინი არაფერს აღიარებს ძალისა და ზეწოლის გარდა. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად,“ — აღნიშნა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარალელურად დიპლომატიურ ძალისხმევასაც არ ამცირებს: მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პარტნიორებთან, რათა შედგეს რეალური მოლაპარაკებები, რომლებიც მშვიდობასთან დააახლოებს.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში მუშაობენ როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, ისე სამხედრო ხელმძღვანელობა – მთავარსარდალი და გენერალური შტაბი.
„ყოველი ახალი დღე ამატებს უკრაინის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონტურებს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია