ზელენსკი: პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა შედგეს. თურქეთი დასაშვებია, მოსკოვი გამორიცხულია

მიიჩნევს, რომ პოტენციური ორმხრივი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ნეიტრალურ ევროპაში უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა ჩატარდეს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. შვეიცარია, ავსტრია – ჩვენ ამას ვეთანხმებით”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ თურქეთის შესაძლო მასპინძლობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და “ევროპის ნაწილია”. “უკრაინული მხარე პროაქტიულად მოქმედებს და შეხვედრისთვის არავითარ საგანგებო პირობას არ აყენებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ არ შეიძლება შეხვედრის მოსკოვში ჩატარება.
ზელენსკიმ ბუდაპეშტის ვარიანტიც განიხილა და თქვა, რომ “ეს მარტივი არ იქნება”. “ამ ომის განმავლობაში უკრაინის ყველა ევროპული ქვეყანა უჭერდა მხარს, მაგრამ, გულწრფელები რომ ვიყოთ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო”, – თქვა ზელენსკიმ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია