ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკებებს შესაძლებელია უმასპინძლონ თურქეთმა, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ან ევროპის ქვეყნებმა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს ან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მასპინძლობა.

„ამ კვირაში იქნება კონტაქტები თურქეთთან, კონტაქტები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის სახელმწიფოებთან, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთთან მოლაპარაკებების მასპინძლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. „ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მომზადდება ომის დასასრულებლად“.

ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი იერმაკმა განაცხადა, რომ ის და უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კატარში იმყოფებოდნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად.
ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, თუმცა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრისთვის დღის წესრიგი არ მომზადებულა.
-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, რუსეთი “მნიშვნელოვან დათმობებზე” წავიდა სთან ომის გადაჭრის შეთანხმებასთან მიმართებით. ვენსი თვლის, რომ პროცესში პროგრესია – თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს მკაფიო ნიშანი, რომ ომი დასასრულისკენ მიდის.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…