ზელენსკი პოლონეთის და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს შეხვედრის გამართვისკენ უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე

უკრაინის პრეზიდენტმა, მ 21 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ევროპული კომისიის წევრებს მოუწოდა 24 თებერვალს მასთან, და მისი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ -პოლონეთის საზღვარზე.
ზელენსკის მოწოდების ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინის საკვების იმპორტზე – რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენს მათი ნაწარმის ფასებზე.
ზელენსკი აცხადებს, რომ ამ საკითხს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ის, შესაძლოა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახოს.

ასევე დაგაინტერესებთ