უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ ნავთობსადენ “დრუჟბას” დაზიანებული მონაკვეთი შეაკეთეს და მას ფუნქციონირების გაგრძელება შეუძლია.
“როგორც ევროკავშირთან კომუნიკაციაში იყო შეთანხმებული, უკრაინამ დაასრულა „დრუჟბას“ ნავთობსადენის იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა. ნავთობსადენს მუშაობის გაგრძელება შეუძლია.
იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები აღარ განმეორდება, ჩვენმა სპეციალისტებმა ნავთობსადენის სისტემისა და აღჭურვილობის მუშაობის განახლებისთვის საბაზისო პირობები უზრუნველყვეს”. – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა თქვა, რომ “დრუჟბას” ნავთობსადენის მუშაობის განახლება ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის განბლოკვის შესაძლებლობას მისცემს.
20 მარტს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ დრუჟბის შეკეთებაზე პასუხისმგებლობის აღებას. ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებდა, რომ ენერგოობიექტს ექვს კვირაში გაარემონტებდნენ. აქამდე ბრიუსელმა კიევს შესთავაზა, რომ რუსული რაკეტით დაზიანებული ნავთობსადენის შეკეთებაში ფინანსურად დაეხმარებოდნენ, რაზეც თანხმობა მიიღეს.
უნგრეთის ყოფილი პრემიერი, ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ უნგრეთი ევროკავშირში მხარს არ დაუჭერდა უკრაინისთვის არც ერთ სასარგებლო გადაწყვეტილებას, სანამ ნავთობსადენი რუსული ნავთობის მიწოდებას არ განაახლებდა.
“დრუჟბას” მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებს.



