ზელენსკი: „მშვიდობა სჯობს ომს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“

უკრაინის პრეზიდენტმა მ შაბათს ჟურნალისტებთან ონლაინ გამართული საუბრისას თქვა, რომ „სამშვიდობო შეთანხმების“ სამართლიან ვარიანტად მიაჩნია ომის შეჩერება საკონტაქტო ხაზზე და მომავალში უკრაინული ტერიტორიების დიპლომატიური გზით დაბრუნება.
ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება.
„დღეისთვის შესაძლებელია სამართლიანი ვერსია: ვდგავართ იქ, სადაც ვდგავარ, ესაა საკონტაქტო ხაზი ჩვენი სახელმწიფოს ნებისმიერ რეგიონში. ჯერჯერობით დიახ, დიპლომატიამდე ესაა […] მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მომენტი, შემდგომში კი ომის დასრულების მომენტი,“ თქვა ზელენსკიმ.
ამგვარად, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები „იდგებიან“ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთაც დიპლომატიური გზით დაიბრუნებს.
„ჩვენ კი ვიდგებით და ვიცხოვრებთ დონბასის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ეს პრინციპული რამეა ნებისმიერ ფორმატში, ვინაიდან ამ საკითხს არ შევხებივართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდეს დონბასის იმ ნაწილს, რომელსაც დღეს ვაკონტროლებთ,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
დღესვე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის აუცილებელია უსაფრთხოების მყარი გარანტიების მოპოვება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ხელახალი აგრესია.
„ამიტომ შეთანხმება ჩემთვის არ არის მხოლოდ ხელმოწერა. უნდა ვიცოდეთ დეტალები, რა იქნება, თუკი რუსები აგრესიით მოვლენ, კვლავ დაიწყებენ ომს. როგორი რეაქცია ექნებათ ამერიკელებს, ევროპელებს. როგორი რეაქცია ექნებათ პარტნიორებს,“ დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში.
„რა იქნება უკრაინის ტერიტორიაზე? როგორ იქნება დაკომპლექტებული ჩვენი არმია, რამდენად ძლიერი, როგორი მარაგები გვექნება. რისი იმედი შეიძლება გვქონდეს. სანქციების რა პაკეტს შემოიღებენ აგრესორის წინააღმდეგ?“ სვამს კითხვებს უკრაინის პრეზიდენტი.
„მშვიდობა სჯობს ომს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, ვინაიდან ჩვენ უკვე გადავიხადეთ მაღალი საფასური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი, მყარი მშვიდობა, რათა შეუძლებელი იყოს მისი დანგრევა პუტინის კიდევ ერთი სურვილით, ან კიდევ ერთი პუტინის სურვილით,“ დაასკვნის ზელენსკი.
შაბათს მ ასევე განაცხადა, რომ -ში შედგა უკრაინისა და -ის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი და რომ შემდეგ რაუნდამდე მოელის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის, რუსტემ უმეროვის ანგარიშს.
ზელენსკის თანახმად, ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან სა და ევროპის წარმომადგენლებიც.
დღეს მაიამიში ასევე გაიმართება სა და აშშ-ის მხარეთა მოლაპარაკებები. რუსეთს წარმოადგენს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
ფორუმი