“მომავალი უკვე ფრონტზეა და მას უკრაინა ქმნის – ეს ჩვენი სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსებია. ამ ომის ისტორიაში პირველად, მტრის პოზიცია მხოლოდ უპილოტო პლატფორმებისა და დრონების მეშვეობით ავიღეთ. ოკუპანტები ტყვედ ჩაბარდნენ და ეს ოპერაცია ქვეითების მონაწილეობისა და ჩვენი მხრიდან დანაკარგების გარეშე ჩატარდა. […]
დღეს იმ ადამიანების პროფესიული დღეა, ვინც ამ ჩვენს ძალას ამრავლებს. ჩვენი უკრაინელი მეიარაღეები – უკრაინის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის ყველა თანამშრომელი. ოთხ წელიწადში უკრაინამ ახალი თავდაცვის ინდუსტრია ააშენა – მასშტაბური, ქმედითი და ყოველმხრივ შთამბეჭდავი. მადლობას ვუხდი ამისთვის ყველას, ვინც ჩვენს თავდაცვის კომპლექსსა და შეიარაღების მრეწველობაში მუშაობს. […]
ყველა ხედავს ჩვენი დრონების ისტორიულ შორსმსროლელობას – დარტყმებს ჩვენი საზღვრიდან 1750 კილომეტრის მანძილზე. იქნება კიდევ მეტი. და ეს არ ეხება რეკორდებს – ეს ეხება სამართლიანობას, რომელიც ბოროტებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაგნებს” | წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფოტოებს აქვეყნებს




