ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 16-17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიაში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.
პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი პირველ რიგში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლფს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.
ზელენსკი ასევე ვიზიტის ფარგლებში გეგმავს შეხვედრებს ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებთან.
ამასთან ერთად, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა -ის ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დიდი ალბათობით აშშ-ის მიერ უკრაინისთვის $95 მილიარდიანი დახმარების პაკეტი იქნება, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ უნდა უყაროს კენჭი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება. გასულ წლებში MSC გახდა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც 70 ქვეყნიდან 350-მდე მნიშვნელოვანი პირი იკრიბება და საუბრობენ მომავლის გამოწვევებზე უსაფრთხოების სფეროში. ყოველწლიური კონფერენციის სტუმრებში შედიან სახელმწიფოთა ლიდერები, მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და ა.შ.
წელს კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.