ზელენსკი, მერცი, რუტე – კიდევ ვის შეიძლება შეხვდეს ტრამპი ხვალ?

გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სთან ორშაბათს, 18 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც მიიპატიჟა.
სავარაუდოდ, მასთან ერთად იქნებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც. Bild-ის ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება ზელენსკის შუამდგომლობით მიიღო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვალ ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები, კირ სტარმერი და ც შეიძლება ჩავიდნენ. ეს საკითხი დაზუსტებული არ არის და, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები ამერიკის პრეზიდენტს პასუხს დღეს დაუბრუნებენ.
აქამდე არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი, და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ახლა ეს სია გაფართოვდა. ცნობისთვის, უკრაინის ლიდერის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავად ზელენსკიმ გააჟღერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი