ზელენსკი კრემლის პოზიციაზე: “კინჟალები” და “შაჰედები” ამბობენ მათ სათქმელს

27 დეკემბერს დილიდან უკრაინის კომუნალური სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ ს დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის შედეგად გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე აღმოჩენილი ს დიდი ნაწილისთვის კომუნიკაციების აღდგენაზე.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ “ამდენი დრონით ქალაქის ცენტრზე თავდასხმა პირველად განხორციელდა”.
ს თავდასხმიდან რამდენიმე საათში მ წამოიწყო რუსეთის სამიზნეებზე საჰაერო იერიში, 110-ზე მეტი დრონი იყო გაშვებული რუსეთის ოლქებისკენ, მათ შორის, სამიზნე იყო მოსკოვის ოლქიც.
რუსეთის რამდენიმესაათიანი იერიში ს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა უკრაინისა და -ის პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.
უკრაინის პრეზიდენტმა მ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ 26 დეკემბრის ღამიდან მოყოლებული რუსეთის მიერ გამოყენებული იყო 500-მდე დრონი – დიდი რაოდენობით „შაჰედი“ და 40 რაკეტა, მათ შორის, „კინჟალები“:
“უპირველესი სამიზნე კიევია – ენერგოობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, იყო დარტყმები და დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები. მაშველები ეძებენ ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს. დედაქალაქისა და ოლქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია და გათბობა არ არის. მეხანძრეები მუშაობენ. შემკეთებელი ჯგუფები შეუდგნენ ზოგიერთ ენერგოობიექტზე მუშაობას; სხვაგან, პერსონალი თავშესაფრებში რჩება და მაშველები და შემკეთებლები შეუდგებიან მუშაობას, როგორც კი საჰაერო იერიში შეწყდება.
ბოლო დღეები ბევრჯერ დაისვა შეკითხვა – რა პასუხი აქვს რუსეთს -ისა და მსოფლიოს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე ომის დასრულების შესახებ? რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ ხანგრძლივ მოლაპარაკებებში, მაგრამ სინამდვილეში “კინჟალები” და “შაჰედები” ამბობენ მათ სათქმელს.
ეს არის პუტინისა და მისი გარემოცვის რეალური დამოკიდებულება. მათ არ სურთ ომის დასრულება და ცდილობენ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი ტანჯვის მისაყენებლად და მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს ნიშნავს, რომ საპასუხო ზეწოლა არასაკმარისია. თუკი რუსეთი შობისა და ახალი წლის პერიოდსაც აქცევს დანგრეული სახლებისა და დამწვარი ბინების, დანგრეული ელექტროსადგურების პერიოდად, მის ამ ავადმყოფურ ქმედებას შეიძლება პასუხი გაეცეს მხოლოდ მართლა ძლიერი ნაბიჯებით. აშშ-ს აქვს ამისი შესაძლებლობა, ევროპას აქვს ამისი შესაძლებლობა. ჩვენს ბევრ პარტნიორს აქვს ამისი შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია მისი გამოყენება”.
მ 27 დეკემბერსაც გაუსვა ხაზი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მნიშვნელობას და რომ საჰაერო თავდაცვისთვის დახმარება უნდა იყოს “საკმარისი და დროული”.
ზელენსკი აცხადებს, რომ 27 და 28 დეკემბერს “მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე” იმსჯელებს ევროპელ ლიდერებთან, კანადის პრემიერმინისტრთან და აშშ-ის პრეზიდენტთან.
ფორუმი