ზელენსკი: კიევი სწრაფ წინსვლას გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვილოდიმირ ზელენსკიმ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მალე ოფიციალურად დაიწყებს პროცესს, რომელიც, მისი იმედით, მოიტანს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას – იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა 14 დეკემბერს გადაწყვიტა გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება სთან და მოლდოვასთან.
“მომავალ დღეებში, ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დასადგენად – ანალიზის პროცესს” – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. “ასევე ვემზადებით მუშაობისთვის უკრაინისთვის მოლაპარაკების ჩარჩოს თაობაზე. ამას გაზაფხულზე ველით” – დასძენს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ