ზელენსკი თვლის, რომ მხოლოდ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიუსელში განაცხადა, რომ მხოლოდ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას შეუძლია საბოლოო ჯამში შეაჩეროს ომი ში და მოიტანოს მშვიდობა -ის ადმინისტრაციის შეცვლის ვითარებაში.
19 დეკემბერს ზელენსკი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს, რათა მხარდაჭერის გარანტია მიიღოს იმ შიშის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა: იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიძლება უარი თქვას სთვის დახმარებაზე.
ევროკავშირის ლიდერების წინაშე გამოსვლისას ზელენსკი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ს წინადადებას ჯარი გააგზავნოს უკრაინაში მას მერე, რაც იქ ცეცხლი შეწყდება.
„მხარს ვუჭერთ საფრანგეთის ინიციატივას უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესახებ როგორც ამ გარანტიის ნაწილს და მოვუწოდებთ სხვა პარტნიორებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას, რაც ამ ომის დამთავრების შეუწყობს ხელს“- თქვა ზელენსკიმ თავის საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად.
მისი სიტყვებით, ევროპისთვის „ერთობ მნიშვნელოვანია შეიტანოს თავისი წვლილი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში“. ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა, რომ ყველს გვესმის, იანვარში პრეზიდენტი ტრამპი გააქტიურებს თავის ძალისხმევას, შეწყდეს ომი. „ჩვენზეა დამოკიდებული დაუჭერს თუ არა მას მხარს ევროპა ძლიერი, ერთიან ხმით.“
ფორუმი