ზელენსკი: თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის ცდილობს თავიდან აიცილოს ომის დასრულების მიზნით შეხვედრების საჭიროება

უკრაინის პრეზიდენტმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ს მიერ უკრაინის სხვადასხვა ნაწილში მდებარე სამიზნეებზე ღამით განხორციელებული მასობრივი თავდასხმა აჩვენებს, რომ მოსკოვი ცდილობს თავიდან აიცილოს სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით შეხვედრების საჭიროება.
„ახლა რუსეთიდან მომდინარე სიგნალები, გულწრფელად რომ გითხრათ, უბრალოდ უზნეოა“, – განაცხადა მ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში.

Reuters-ის სააგენტო წყაროებს იშველიებს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსაზრებას ავრცელებს: ის ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანის გარეშე, დათმობად მიიჩნევს. სააგენტო წერს, რომ კრემლთან დაახლოებული წყაროების თანახმად, პუტინის მოთხოვნები უკრაინის მიმართ არის: უარი თქვით დონბასზე, არანაირი ნატო და არანაირი დასავლური ჯარი; რუსეთის პრეზიდენტი მისი მხრიდან დათმობად მიიჩნევს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვის შესაძლებლობას უკრაინული ჯარების სრული გაყვანის მოთხოვნის გარეშე. ამასთან, სხვა პირობებზე ის უარს არ ამბობს.
ამჟამად, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დაახლოებით 73%, ასევე დონეცკის ოლქის 88% რუსეთის კონტროლის ქვეშაა. პუტინი კვლავ მოითხოვს კონტროლს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე.
ადრე რუსეთი მოითხოვდა სრულ კონტროლს ოთხ რეგიონზე, და ხარკოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილის მოსკოვის იურისდიქციაში გადაცემას.
ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიების ვინმესთვის გადაცემა ამ ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს განუცხადა, რომ მზადაა, გაყინოს კონფლიქტი ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე და აღიაროს რიგი ტერიტორიები დე ფაქტო დაკარგულად, თუმცა მომავალში მათ დაბრუნებას დიპლომატიური და ეკონომიკური მეთოდებით გეგმავს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ტერიტორიული გაცვლის რაიმე ფორმას; ნატოს მე-5 მუხლი საკმარისი არ არის”, – განუცხადა მან გამოცემას.
პოდოლიაკმა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს პუტინის სტრატეგია უწოდა. მრჩევლის თქმით, აგრესორისთვის დათმობები ომის დასრულებამდე არ მიგვიყვანს და ევროპა ხვდება, რომ რუსეთი ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს.
ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტირებისთვის უკრაინას უნდა ჰქონდეს რაკეტები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიამდე მიღწევა შეეძლებათ.
ფორუმი