ზელენსკი: დასავლეთ ბალკანეთის ლიდერები უკრაინას საბრძოლო მასალებს მიაწვდიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 თებერვალს განაცხადა, რომ ტირანაში გამართულ სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან მისი შეხვედრები უკრაინის არმიას დაეხმარება მიიღოს საარტილერიო ჭურვები, რომლებიც მას ესაჭიროება რუსეთის ძალების მოსაგერიებლად.
ზელენსკის თქმით, მისი ქვეყნის ძალები საარტილერიო მასალებს მიიღებენ თავდაცვის სფეროში ახალი ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებსაც მან მიაღწია ალბანეთის სამიტზე.
“ყველა შეხვედრას და ყველა დღეს საიმისოდ ვიყენებთ, რომ ჩვენს მებრძოლებს მეტი შესაძლებლობები მიეცეს” – თქვა ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში. მისი თქმით, 2024 წელს უნდა გამოვლინდეს მაქსიმალური პრაგმატიზმი უკრაინის მეზობლებთან კავშირებში. “ყველა ხედავს, რომ არ აპირებს გაჩერებას” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე