ზელენსკი დასავლეთის დახმარების კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს

პრეზიდენტმა მ, 3 მარტს, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა გამოავლინონ პოლიტიკური ნება და კიევს საჭირო სამხედრო მარაგები მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო “ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცლის წინაშე” დადგება, თქვა ზელენსკიმ.
ზელენკსის მიმართვის ფონზე, -ის კონგრესში, პოლიტიკური უთანხმოების გამო კვლავ დაბლოკილია უკრაინის დახმარების პაკეტი.
გასულ თვეში, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, ში ხელმეორედ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. 1000 კმ. სიგრძის ფრონტის ხაზზე რუსულ ძალებს გარკვეული მიღწევები აქვს. თუმცა, ფრონტი ხაზი ბოლო თვეების განმავლობაში მცირედით შეიცვალა.
ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მსოფლიომ “მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს”, რათა ომი “უიმედო” მცდელობად იქცეს ვლადიმირ პუტინისთვის, რომელსაც მხოლოდ “ომი და სიკვდილი” სურს.
“მათ მაქსიმალურად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვინც სიცოცხლეს ანადგურებს. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა. თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა იცის რა არის საჭირო”, – თქვა მან.
ზელენსკის თქმით, “ამის რეალიზებისთვის მთავარია პოლიტიკური ნება”.
“თუ ეს არ მოხდება, ეს გახდება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, თუ ამერიკა ან ევროპა, ირანულ “შაჰედებთან” (დროინებთან) ან რუსულ გამანადგურებელ თვითმფირნავებთან დამარცხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ელოდება მარაგს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, „განსაკუთრებით ამერიკის გადაწყვეტილებას. მხარდაჭერა ნამდვილად საჭიროა“, – თქვა ზელენსკიმ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ზეწოლას განიცდის, მიიღოს 95 მილიარდი დოლარის ეროვნული უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც გაუზრდის დახმარებას უკრაინასა და ისრაელს, ისევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს.
კანონმდებლობა სენატმა 70 ხმით 29 ხმის წინააღმდეგ, გასულ თვეში მიიღო, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი დახმარების კანონპროექტის პალატაში კენჭისყრაზე გატანაზე უარს ამბობს.

ასევე დაგაინტერესებთ