ზელენსკი დავოსში ჩავა, “სამშვიდობო ფორმულის” განხილვის მიზნით

უკრაინის პრეზიდენტი, 15 იანვარს ჩავა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც შეხვდება 81 ქვეყნის წარმომადგენლებს, უკრაინის ათპუნქტიანი “სამშვიდობო ფორმულის” განხილვის მიზნით.
“ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის პრეზიდენტებს, პარტიათა ლიდერებს, შვეიცარიის პრეზიდენტს, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და გამართავს რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას” – იუწყება ზელენსკის ოფისი.
ეს არის რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ უკრაინის “სამშვიდობო ფორმულას”. შარშან ზელენსკიმ შეხვედრაზე წარადგინა ათპუნქტიანი ფორმულა, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა ს ძალების გასვლას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ასევე დაგაინტერესებთ