ზელენსკი ბერლინში – ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ეწვევა პარიზსაც

უკრაინის პრეზიდენტი, გერმანიაში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ იწყებს ორ მნიშვნელოვან დღეს, შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში.
ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში და მის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
“ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა”,- დაწერა მან.
უკრინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ელისეის სასახლის განცხადებით, ზელენსკის ვიზიტის დროს პარიზში ხელი მოეწერება სა და საფრანგეთს შორის შეთანხმებას “უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”.