ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიის რიცხოვნობა 1,5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს

თუ ვერ მიიღებს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას, მაშინ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო გახდება 1,5-მილიონიანი არმიის ყოლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ თქვა, ამჟამად რუსეთს 220 საბრძოლო ბრიგადა ჰყავს, უკრაინას კი – ორჯერ ნაკლები. “ანუ ჩვენც 220 დაგვჭირდება”, – დაასკვნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ნატოს მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ზელენსკიმ არმიის რიცხოვნობის ორჯერ გაზრდის აუცილებლობაზე -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონოს საუბარშიც გაამახვილა ყურადღება.
ზელენსკის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად “ყველაზე იაფი ვარიანტი” უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. “ჩვენ ვენდობით ნატოს, ვენდობით [მის] გარანტიებს”, – აღნიშნა მიუნხენში უკრაინის ლიდერმა. ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ “დღევანდელი ამერიკა და ტრამპი მზად არ არიან, ისაუბრონ ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე, რადგან ეს ნიშნავს რუსებთან ესკალაციას.”
უკრაინის ხელისუფლებამ მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოში მიწვევა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, უკრაინის საკითხებთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, ეჭვქვეშ დააყენა ნატოში უკრაინის მიღება და გამორიცხა უკრაინაში აშშ-ის სამშვიდობო ძალების გაგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას