ზელენსკი აცხადებს, რომ აპირებს საუდის არაბეთში ვიზიტს, მაგრამ არა რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას

უკრაინის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში ვიზიტებს გეგმავს. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ მ 14 თებერვალს მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ საუდის არაბეთში -ის და ს წარმომადგენლებთან ზელენსკის შესაძლო შეხვედრით.
“პირველ რიგში, არ მინდა რუსებთან შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის. რა საჭიროა? არა, ჩვენ ასე ვხედავთ შეხვედრის წესრიგს: ჯერ შეერთებული შტატები, ევროპა და შემდეგ რუსეთი, რათა მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საუდის არაბეთში შეხვდება.
ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 12 თებერვალს თეთრ სახლში უთხრა, პუტინთან სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პუტინთან შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც, ტრამპმა უპასუხა, რომ პირველ ჯერზე – არა და შემდეგ ნახავენ, რა შეიძლება გაკეთდეს მეორე შეხვედრისთვის.
მიუნხენში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმავს ოფიციალური ვიზიტების ტურნეს ახლო აღმოსავლეთში, სადაც მასთან ერთად იქნება ქვეყნის პირველი ლედი ელენა. პირველად წყვილი ესტუმრება გაერთიანებულ არაბთა საამიროს, შემდეგ საუდის არაბეთს, ხოლო რამდენიმე დღეში თურქეთში ჩავა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შესახვედრად.