ზელენსკი არ აღიარებს -სთან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა დათმოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინას მშვიდობას მოუტანს და თუ ამის სანაცვლოდ ნატოს წევრი იქნება.
ამასთან, ზელენსკი დასძენს, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში ყოფნას, მაგრამ პუტინს არ მისცემს საშუალებას მისი ქვეყანა აკონტროლოს.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ სურს -ის პრეზიდენტი, იყოს უკრაინის პარტნიორი და არა უბრალოდ შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის.
ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ არ აღიარებს უკრაინის მხრიდან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს აშშ-სთან, იმ დახმარებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოსაგერიებლად მიაწოდა. ამ თანხას ტრამპი ასახელებს ხოლმე. ზელენსკის აზრით, გრანტები არ უნდა იყოს აღქმული როგორც სესხი.
ზელენსკის თქმით, თუ ქვეყნებს შორის უკრაინის მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა უკრაინაში აშშ-ის სამხედროების განთავსება.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ აშშ-ის მხრიდან უკვე დაპირებული, 15 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება ჯერ უკრაინისთვის არ მიუწოდებიათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას