ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ემზადება სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად

უკრაინის პრეზიდენტმა, მ 2 იანვარს განაცხადა, რომ ემზადება სირიასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის.
Reuters-ის სააგენტოს ზელენსკის სიტყვები მოჰყავს: “ვემზადებით სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას სირიაში ვიზიტის შესახებ მოხსენების მოსმენის შემდეგ.
სიბიჰა დამასკში სირიის დე ფაქტო მმართველ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა და მოლაპარაკება ჰქონდა თავის სირიელ კოლეგასთან.
“ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ასევე მეცნიერო სფეროში”, – განუცხადა სირიის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ჰასან ალ-შიბანმა უკრაინელ სტუმარს.
ალ-შარაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მოჰამედ ალ-ჯოლანი, მეთაურია. სირიაში ხანგრძლივი მმართველის, ბაშარ ასადის დამხობა დაჯგუფება “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის” მეთაურობით გაერთიანებულმა ძალებმა მოახერხეს. “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი” ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული გაეროსა და -ის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება