ზელენსკის ცნობით, კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო

უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, ს კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი 3000-ს აჭარბებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, 23 დეკემბერს, საღამოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.
ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 1100 ჩრდილოკორეელი სამხედრო.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის დასახმარებლად დამატებითი სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის გაგზავნის რისკი, რასაც შესაბამის პასუხს გასცემს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. უკრაინული მხარის მონაცემებით, მათი რიცხვი 12 000-მდეა.
22 დეკემბერს, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთი ყალბი მოწმობებით ცდილობს დამალოს თავის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნა.
უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, კურსკის ოლქში ლიკვიდირებულ სამ ჩრდილოკორეელ სამხედროს თან ჰქონდა რუსეთის მიერ გაცემული ყალბი სამხედრო მოწმობები, რომლებშიც მათი მამის სახელები რუსულ ყაიდაზეა მითითებული, დაბადების ადგილად დასახელებულია რუსეთის ტუვის რესპუბლიკა, თავად ამ პირებს კი მოწმობაზე ხელი კორეულ ენაზე აქვთ მოწერილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება